სიახლეები
სკოლები

ლეღვანის საჯარო სკოლის პედაგოგ ნათია ხიჯაკაძის წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
15-05-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორისაა, ქალბატონი ნათია ხიჯაკაძე, რომელიც საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში -  „მივიწყებული სახელები“ მონაწილეობდა. პედაგოგმა ნომინაციაში - „საუკეთესო თხზულება“ გაიმარჯვა.

კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება რუსთავში გაიმართა, სადაც პედაგოგს თხზულებისთვის - „დასაბრუნებელი ვალი“ სერტიფიკატი გადაეცა.

„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული, უზომო ემოციებით, პოზიტივით, ნიჭიერებით, სიხარულით სავსე დღე!!! უღრმესი მადლობა, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირს და მის ხელმძღვანელს, ბატონ გარი ჩაფიძეს, ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს და სხვა საპატიო სტუმრებს შეხვედრის დღესასწაულად ქცევისთვის, თითოეულ მონაწილე პედაგოგს საოცარი ისტორიების გაზიარებისთვის, ჩემს ლეღვანის საჯარო სკოლას და დირექტორს, ქალბატონ მანანა კიკვაძეს ამ კონკურსში მოხვედრის ბედნიერებისთვის!!! ვთვლი, რომ ამ კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებულია, რადგან ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოებას გავაცნოთ უამრავი ღირსეული ადამიანის საოცარი ისტორია, რომელთა ღვაწლის არდავიწყება და საზოგადოებისათვის შეხსენება ძალიან დიდ საქმედ მიმაჩნია! ბედნიერი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნის ფურცლებს, სხვა ბევრ ღირსეული კონკურსანტის ნამუშევრებთან ერთად, ჩემი მოკრძალებული თხზულებაც - „დასაბრუნებელი ვალი“ ამშვენებს“, - აღნიშნავს პედაგოგი, ნათია ხიჯაკაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება