სიახლეები
სიახლეები

ჩატარდება თუ არა ზაფხულში წამყვან-მენტორობის გამოცდა - ოფიციალური უწყებების პასუხი აქტუალურ კითხვაზე
15-05-2023
-
+


მაისის შუა რიცხვებია და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება წამყვან-მენტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია; მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პედაგოგების ტესტირება ზაფხულში ტარდება და შესაბამისად, მათ სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ მოსამზადებლად. სხვათა შორის, პედაგოგიურ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა პროფესიული უნარების გამოცდა 2023 წელს არც ჩატარდეს; ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ მასწავლებლების პრეტესტი უკვე ჩატარდა, თუმცა მისი შედეგები და არც საგამოცდო ბარიერი არ გამოქვეყნებულა

საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge, დეტალების გასარკვევად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა კითხვით - ჩატარდება თუ არა წელს წამყვან-მენტორობის გამოცდა?

ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხს NAEC არ წყვეტს და ელიან სამინისტროსგან ინფორმაციას, როგორც კი ცენტრს დაევალება, გამოცხადდება რესგიტრაციის ვადებიც. ისე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს მზაობა.

ამის შემდეგ, etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ - არც ის იციან, როდის ჩატარდება და არც ის, საერთოდ ჩატარდება თუ არა აღნიშნული ტესტირება - „ინფორმაცია არ გვაქვს!“ - ასეთია ოფიციალური სტრუქტურის პასუხი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება