მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინტერვიუ ინფორმაციის მოპოვების ფართოდ გავრცელებული საშუალებაა. ის არ განეკუთვნება მხოლოდ ჟურნალისტიკის საინფორმაციო ჟანრს, ინტერვიუ ეფექტურად გამოიყენება სწავლების პროცესშიც.
ინტერვიუ, როგორც სასწავლო მეთოდი, ავითარებს: კომუნიკაციისა და სოციალურ უნარებს, ასევე კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას.
თუ სასწავლო პროცესში ინტერვიუს სასწავლო მეთოდად გამოყენება გსურთ, მაშინ აუცილებელია, მოსწავლეებს გაააზრებინოთ, რომ ინტერვიუ მხოლოდ კითხვა-პასუხი არაა და მას დაგეგმვა სჭირდება.
ინტერვიუს ეტაპებია: თემის შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება, ინტერვიუ, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევის შედეგების შეჯამება, პრეზენტაცია და შეფასება.
პირველ ეტაპზე საჭიროა, დადგინდეს, რამდენად კომპეტენტურ რესპონდენტებს ვირჩევთ. ასევე წინასწარ უნდა დაიგეგმოს ინტერვიუს დრო და ადგილი.
თემის შერჩევისას მოსწავლეებს ევალებათ, წინასწარ მოიძიონ არჩეული თემის შესაბამისი მასალა და შეისწავლონ.
კითხვების ჩამოყალიბებისას უმჯობესია, ჩამოიწეროს ბევრი კითხვა, შემდეგ კი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეირჩეს რამდენიმე საკვლევი კითხვა. მოსწავლეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რა მიზნით აირჩიეს ესა თუ ის საკვლევი კითხვა. თუ კითხვაში პასუხი მოიაზრება, ასეთი კითხვა ინტერვიუსთვის გამოუსადეგარია.
ინტერვიუს დროს საჭიროა დიალოგის ჩაწერა, რესპონდენტთან პოზიტიური დამოკიდებულება, საუბრის ყურადღებით მოსმენა, მოთმინება (რესპონდენტს სათქმელი დაასრულებინო). დაუშვებელა რესპონდენტთან კამათი. ორაზროვანი პასუხის მიღების შემთხვევაში საჭიროა დამაზუსტებელი კითხვების დასმა, რათა უნებურად ფაქტები არ შევცვალოთ. თუ საუბრისას ისეთი კითხვა გაჩნდა, რომელიც დაგეგმილი არ იყო, საჭიროა ამ კითხვის დასმაც. ინტერვიუს დასრულების შემდეგ რესპონდენტს მადლობა უნდა გადავუხადოთ და შევუთანხმდეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში (რაიმეს დაზუსტების მიზნით) კვლავ დავუკავშირდებით.
მიღებული ინფორმაციის ანალიზის დროს მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: სცემდა თუ არა რესპონდენტი კითხვებს ლოგიკურ პასუხს? შეიძლება თუ არა მიღებული პასუხების სანდოდ მიჩნევა? საჭიროა თუ არა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება? ჩანს თუ არა პასუხებში ტენდენცია? არის თუ არა ღირებული ინტერვიუ?
კვლევის შედეგები ნაშრომის სახით უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც აღწერილი იქნება: არჩეული თემის მიმოხილვა, წარმოდგენილი იქნება რაოდენობრივი ანალიზი და თვალსაჩინოებები, ბოლოს კი დასკვნაა საჭირო, რაც მოსაზრებების შეჯამებას მოიაზრებს.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინტერვიუს მთავარი მიგნებები და თვალსაჩინოებები.
ინტერვიუს და მისი საბოლოო შედეგების შეფასება კი ხდება წინასწარ მომზადებული კრიტერიუმების საფუძველზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით