სიახლეები
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
16-05-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.

სკოლის ორივე კამპუსში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამით გათვალისწინებული ორი დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. 

1-ელ კამპუსში ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა, რომლის ხელმძღვანელი სკოლის ბიბლიოთეკარი: ა. რუსაძე გახლვათ, ხოლო მე-2 კამპუსში II კლასის მოსწავლეთა ღონისძიება - „იბერის ენავ, ენავ თამარის...“, რომლის ხელმძღვანელი მ. შარიფაშვილი გახლდათ.

ვიქტორინა-კონკურსში,  სკოლის X-XI კლასების ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც სკოლის დირექტორი: სოფიო კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა, გამარჯვება XI  კლასის გუნდმა მოიპოვა.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილე მეტად კმაყოფილი დარჩა, მათ ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, სულიერი საზრდო მიაწოდეს გონებას და კიდევ ერთხელ აიმაღლეს ცოდნის დონე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად ქართული სიტყვის და სიმღერის სხვადასხვა ნომრებით იყო გაჯერებული (შემსრულებლები: ს. მამაგეიშვილი; ნ. ზარიაშვილი; ნ. მამაგეიშვილი; ბ. გავაკეთაშვილი)  დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სკოლის დირექტორმა გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს - კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მეორეკლასელთა ღონისძიება.

„ღონისძიებაზე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მან ქართული ენის მოყვარულებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა - პატარებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა და მასწავლებლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება