სიახლეები
სკოლები

ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული თბილისის N192 სკოლაში
16-05-2023
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა.

აქტივობაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ბოლოს კი კლასმა ექსკურსია მოაწყო.

ბავშვებმა დედაენის ძეგლი და მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავი მოინახულეს.

მოსწავლეებს ასევე, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საბავშვო პოეტი - ვასო გულეური ესტუმრათ.

„კიდევ ერთი საოცარი დღე, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ემახსოვრებათ, მადლობა, საბავშვო პოეტ ვასო გულეურს ჩვენთან სტუმრობისთვის და ჩვენი გულების კიდევ უფრო გათბობისთვის, ჩვენი პატარების გახარებისთვის, რომლებიც მთელი დღის მანძილზე ემოციებს ვერ მალავდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე შემოქმედებითი წრისა და პირველი კლასების დამრიგებლების ერთობლივი ორგანიზებით, პირველკლასელთათვის, ქართულის - სახელმწიფო ენის კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლის, კალიგრაფ რუსუდან სუხაშვილის „კალიგრაფიის მასტერკლასი“ მოეწყო.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს რუსუდან სუხაშვილის შექმნილი კალიგრაფიის ნიმუშები, თვალი ადევნეს თითოეული ქართული გრაფემის გარდაქმნას კალიგრაფიულ ნიმუშად, ნახეს მელნიანი კალამი, ბუმბულიანი კალამი, გაეცნენ ინფორმაციას მათ შესახებ. ბოლოს კი თვითონაც შეეცადნენ შეექმნათ თავიანთი კალიგრაფიის ნიმუშები, რომელთა გამოფენაც მოეწყო ჩვენი სკოლის დაწყებითების სადარბაზოში“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე ღონისძიება - „ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი!“ მოეწყო, რომელშიც I, III და III კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაში ასევე მეორეკალსელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. როგორც სკოლაში გვიყვებიან,  მათ სიტყვებით - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - ქართულ სიტყვას კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტბა.

„ქართული მარტო ენაა?!“ - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი სკოლის Vკლასში რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა: პრეზენტაციები, შთაბეჭდილებების გამოხატვა, ისტორიული მოვლენების გაცნობა. ყველაზე ორიგინალური კი „გზავნილი ქართულ ენას“ გამოგვივიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

„ქართული ენის კვირეული თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტის“ განხილვით დავასრულეთ. დიახ, ენა სიმდიდრეა, ის საუნჯეა, რომელსაც „კაცი ცოდვილის ხელით“ არ უნდა შეეხოს. გვწამს, რომ მუდამ იდგებით ენის სადარაჯოზე და შებილწვის უფლებას არავის მისცემთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება