სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გეგუთის სასახლეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიციით ესტუმრნენ
16-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 
სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და გასვლით აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.


ამჯერად, მოსწავლეთათვის სკოლის დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, თემატური გასვლითი ექსკურსია გეგუთის სასახლე-თამარის ციხეზე მოეწყო. 

ექსკურსიის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამარობის აღნიშვნა იყო.

„სკოლის 50-მდე მოსწავლემ დაათვალიერა ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლის ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები, შემდეგ კი წარმოადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კოსტიუმორებული კომპოზიცია“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპოზიციას ორგანიზება გაუკეთეს საზოგადოებრივი მეცნიერებების (ხელმძღვანელი - თამილა თუთბერიძე) და ქართული ენისა და ლიტერატურის (ხელმძღღვანელი - დოდო ხაჩიძე) კათედრებმა.

„​ერთმანეთს ენაცვლებოდა, ბალდუინ  II-ის სტუმრობის, თამარის ტახტზე აყვანის, სულმნათი შოთა რუსთაველისა და თამარის შეხვედრის სცენები. VII კლასის მოსწავლეებმა მგზნებარედ წაიკითხეს ოთარ ჭილაძის ლექსი-თამარ მეფის საფლავი. VII-VIII კლასის მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილეს თამარის ეპოქა, გაგვაცვნეს გეგუთის ციხის შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავი სახეები შექმნეს ლიზი ქაჯაიამ, ერეკლე გედენიძემ, შოთიკო ახვლედიანმა, დანტე ფანცხავამ, ლიზი ქუთათელაძემ, თეკლა ქაროსანიძემ, გიორგი ჯიმშელეიშვილმა, რეზი დადუნაშვილმა, ლუკა ცხადაშვილმა, დემეტრე ჩავჩიძემ, ოთარ მაჭარაშვილმა, კომპოზიციის ყველაზე პატარა მონაწილე, ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილმა. გეგუთის რეზიდენციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს „პატრიოტ დიასპორელებზე“  თევდორესა და ლილეზე, რომლებიც უკვე ერთი წელია წყალტუბოში ცხოვრობენ და წყალტუბოს პირველ სკოლაში ეცნობიან და სწავლობენ მშობლიური ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. ისინი კომპოზიციას შემოუერთდნენ თამარის შესახებ ხალხური ლექსებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გეგუთის სასახლეს გარდა მონაწილე მოსწავლეებისა, IX კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ, რომლებიც წარმატებული საქმიანობისათვის სკოლის დირექციამ წაახალისა.

აქტივობაში სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე აქტიურად იყო ჩართული.

„ქალბატონმა ფაქიზომ გააკეთა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია, რომელშიც წვლილი ყველა პედაგოგმა შეიტანა, ახლა კი მასში „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერას წარმატებული მოსწავლეები გააგრძელებენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი გასვლითი აქტივობა საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, სხვადასხვა სახით წარმოდგენის, ისტორიული ეპოქის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება