სიახლეები
სკოლები

„სამშობლო ჩვენი კუთხიდან იწყება“ - უჩვეულო და შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი ბარდნალის საჯარო სკოლაში
16-05-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ. 

უჩვეულო და მეტად საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა მეშვიდე კლასში.

პროექტ-გაკვეთილს, რომელსაც სკოლის დირექტორი და ამავე დროს მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - სამშობლო ჩვენი კუთხიდან იწყება.

პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად შთამბეჭდავიც აღმოჩნდა, რადგან მოიცავდა სასწავლო ტურს. 

მოსწავლეებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ლეჩხუმელ მებრძოლთა მემორიალი ცაგერის ცენტრში, ასევე - ლადო ასათიანის ბიუსტი პოეტის სახელობის სკვერში, ბოლოს კი ცაგერის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ბევრ საინტერესო ექსპონატთან ერთად გაეცნენ ომში დაღუპული პოეტის, სევერიან ისიანისადმი მიძღვნილ გამოფენას.

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მუზეუმის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა მუზეუმის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო ზაქარიაძეს და ყველა თანამშრომელს გულითადი მიღებისა და ამ კუთხით მოსწავლეთა ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაღვივებაში“,- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მიესალმება ასეთი შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აღზრდას მშობლიური კუთხის სიყვარულით, სამშობლოს დაცვის სურვილითა და წარსულის შესწავლისადმი ინტერესით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება