სიახლეები
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის V კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ 
16-05-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის V კლასში, ინგლისური ენის გაკვეთილი, მასწავლებელ მარიამ ვერულიძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „შინაური და გარეული ცხოველები, ფრინველები“ ჩატარდა.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა გარეულ და შინაურ ცხოველებზე ისაუბრეს, წარმოაჩინეს მათი მსგავსება - განსხვავებები.

„მათ ასევე განიხილეს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მრავალფეროვნება და გამოავლინეს საყვარელი ცხოველი, ფრინველი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე გააცნობიერეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ცხოველებსა და ფრინველებს ადამიანის სიცოცხლისთვის.

მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და ცოდნა გამოავლინეს.

ბოლოს კი, მეხუთეკლასელებმა გაკვეთილის დასკვნით კითხვებს უპასუხეს და შეაფასეს მათი მიღწევები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება