მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ოთხშაბათია! - ამიერიდან Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს შემოგთავაზებთ ახალ, საინტერესო და სახალისო რუბრიკას - „კვირის კითხვა“.
დაელოდეთ ყოველ ოთხშაბათს, ნახეთ რა კითხვა მოამზადა „ეტალონმა“ თქვენთვის და არგუმენტირებული პასუხი კომენტარებში გაგვიზიარეთ.
კითხვები ძირითადად აგებულია ლოგიკურ აზროვნებასა და დროის უმოკლეს მონაკვეთში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე.
იხილეთ რუბრიკის პირველი კითხვა:
ინგლისში, ლანკაშირში, მდინარე ირველზე მდებარეობს სიდრის (ვაშლის ღვინის) ქარხანა. რაში არ ეხარჯებათ არც ფერმერებსა და არც ქარხნის მეპატრონეებს საერთოდ ფული?
ა) ღვინის ბოთლებში;
ბ) ვაშლის ტრანსპორტირებაში;
გ) ღვინის ტრანსპორტირებაში;
დ) პროდუქციის რეკლამირებაში;
სწორი პასუხი ხუთშაბათობით გამოქვეყნდება.
მანამდე კი, თუ მოსწავლე ხართ და ტესტებზე მუშაობა გიყვართ, დარეგისტრირდით მოსწავლეთა ინოვაციურ, საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ზე, სადაც სპეციალურად თქვენთვის ინდივიდუალურ ტესტებს საქართველოს 100 საუკეთესო მასწავლებელი ადგენს.
საიტზე ხელმისაწვდომია ტესტები 1-ლიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება