სიახლეები
სიახლეები

„ჩემი შვილის მოსწავლეობისას განათლების 9 მინისტრი და სკოლის 3 დირექტორი გამოიცვალა“ - მშობლის თვალით დანახული 12-წლიანი სასწავლო პროცესი
17-05-2023
-
+


2022-2023 სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა მეთორმეტე კლასებისთვის. როგორც წესი სკოლის დასრულებას მოსწავლეები ზეიმით აღნიშნავენ და ცხოვრების ახალ ეტაპს მოუთმენლად ელიან... არიან თუ არა მზად ახალი გამოწვევებისთვის და რას აძლევს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება მოსწავლეებს - ამის შესახებ განსხვავებული და რადიკალური პოზიციები არსებობს... ამჯერად, etaloni.ge - გთავაზობთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლის მშობლის პოსტს, რომელიც თავისი და შვილის 12 წლიანი გამოცდილების შესახებ გვიყვება: 

19 მაისს, ჩემი 16 წლის შვილი სკოლას დაამთავრებს... ჰოდა, გადავწყვიტე, მომეყოლა, რა გზა გავიარეთ ერთად ამ 12 წლის განმავლობაში...

დიახ, არ მოგესმათ - ჯერ 16 წლისაა, რადგან სკოლის კარი 5 წლისამ შეაღო 2011 წელს (მაშინ დაშვებული იყო ამ ასაკის ბავშვების მიღება) და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გახლდათ; ჩემი შვილის მოსწავლეობის პერიოდში განათლების სისტემაში მინისტრი 9-ჯერ შეიცვალა - თავად შაშკინი, ხატია დეკანოიძე, გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა,  მიხეილ ჩხენკელი, მიხეილ ბატიაშვილი, ისევ მიხეილ ჩხენკელი და გიორგი ამილახვარი... სკოლამ კი 3 დირექტორი გამოიცვალა...

ანუ, გამოდის, მინისტრები წელიწად-ნახევარში ერთხელ იცვლებოდნენ (საშუალოდ) - ყველას თავის ხედვა, მიზანი, გათვლა... ჰქონდა; იცვლებოდა სახელმძღვანელოები, სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ასაკი, ინერგებოდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, იწერებოდა ბრძანებები, ტარდებოდა მასწავლებლების ტესტირებები და უქმდებოდა ე.წ კატ-ისა და საატესტატო გამოცდები.

არ უნდა გამომრჩეს, პანდემიის ლამის სამწლიანი „უძრაობის ხანა“, ონლაინ რეჟიმში ჩატარებული ვითომ-გაკვეთილები, რომლითაც დღემდე ძლიერნი ამა ქვეყნისა, ზედმეტად ამაყობენ, თუმცა ამ დრომდე ვერ გაარკვიეს, სასწავლო დანაკარგები - არადა ისინი არსებობს! და დღეს გეტყვით, რა დარჩა ჩემს შვილს 12-წლიანი სასწავლო პროცესიდან - მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები!

სწავლის ხარისხზეც შევჩერდები - პედაგოგების პროფესიონალიზმე არაფერს ვიტყვი (რა უფლება მაქვს? - მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა ჩვენი შვილების განვითარებაში), მაგრამ ერთს კი აღვნიშნავ - დიდი შეცდომა იყო სასკოლო გამოცდების გაუქმება (ყველასთან ბოდიში, ეს ჩემი პირადი აზრია) და ახლავე აგიხსნით, რატომ - ტესტირების გაუქმებით გამოწვეული სიხარულის პირდაპირპროპორციულად გაქრა სწავლის მოტივაცია, ელემენტარული პასუხისმგებლობა - რომ სკოლა მხოლოდ ის საგნები არაა, რომელთაც ეროვნულებზე აბარებ! სკოლა გაძლევს (უნდა მოგცეს) ზოგად განათლებას და თინეიჯერებისთვის გასაგები ტერმინი რომ გამოვიყენო - ცოტ-ცოტა,  ყველაფრის აზრზე უნდა იყო!

ჩვენ კი რა მივიღეთ - ბავშვების აგდებული დამოკიდებულება მათთვის უინტერესო საგნების მიმართ, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები და მე-12 კლასში, რეპეტიტორებში გადახდილი კოლოსალური თანხები!

პანდემიის პერიოდის გახსენებით თავს არ შეგაწყენთ, სამაგიეროდ, გამიჭირდება გვერდი ავუარო მე-12 კლასის გაუთავებელ დილემას. არავინ დავობს - მე-12 კლასი უნდა არსებობდეს, რადგან ასეა საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის, მაგრამ ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ესაა ფასადი!

მოსწავლეს არ აინტერესებს დამამთავრებელი კლასი - არ დადის, ვერ დადის, ემზადება რეპეტიტორთან, მუშაობს... მაგრამ ვინც დადის - მათთვის ტარდება გაკვეთილები?

ერთი სკოლის, ერთი კლასის მაგალითზე მე, როგორც მშობელი, ვიტყვი რომ, ერთეული საგნის გარდა, ბავშვებისთვის გაკვეთილები არ ტარდება, არ იწერება „არები“ - მადლობა ამისთვისაც, რადგან ექსტერნატის ჩაბარება დამატებითი თავისტკივილია მშობლისთვისაც, მოსწავლისთვისაც და სხვათა შორის, სკოლისთვისაც!  მაგრამ ასე სადამდე მივალთ?!

დიახ, 2 დღეში, რომ ჩემი შვილისა და მისი თანატოლებისთვის მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება, ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან არაფერს წაიღებენ;

19 მაისს, ჩემი შვილის სკოლაში სკოლის მხრიდან, არანაირი აქტივობა არ ჩატარდება და ისევ მშობლების ძალისხმევით გალამაზებული დღის მოგონებას გაიტანენ „ცოდნის ტაძრის“ კედლებიდან, რომლებიც, სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ, უარესად გაპარტახებულა!  რაც კიდევ ერთი და ვრცელი საუბრის თემაა, რომელსაც აუცილებლად მივუბრუნდები, მანამდე კი:

19 მაისს, საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება, მათ შორის ჩემი შვილია, რომელიც ზოგად განათლებას ალბათ ვერ, თუმცა რამდენიმე მასწავლებლის სიყვარულს  უდავოდ წაიღებს სკოლიდან, ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც მშობელს, ამის დიდი იმედი მაქვს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ვადები და სხვა დეტალები

მშობლების საყურადღებოდ - ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

4 წელი „უფასო პროგრამაზე“ სწავლისთვის ეს წინაპირობა უნდა დააკმაყოფილოთ - რა ცვლილებები შეიტანა დაფინასნების წესში განათლების სამინისტრომ



პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

სიახლეები
საზოგადოება