მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების ცოდნა შემაჯამებელი დავალებებით მოწმდება. საგნების მიხედვით შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმუმი ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული.
მოსწავლეები ვალდებულები არიან, შეასრულონ კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე შემაჯამებელი წერის დროს სკოლაში არ იმყოფება, მასწავლებელი ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.
შემაჯამებელი დავალებების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პედაგოგებმა კათედრაზე უნდა წარადგინონ, ამის შესახებ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია განმარტებული.
„თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა“, - წერია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ