მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეებს საშემოდგომო გამოცდა დაენიშნებათ, თუ მათი წლიური ქულა რომელიმე საგანში 5-ზე ნაკლები იქნება. საშემოდგომო გამოცდებისთვის მოსწავლის მომზადებაზე კი თავად სკოლამ უნდა იზრუნოს.
წლიური შეფასების წესი ასეთია - მოსწავლის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი ორზე უნდა გაიყოს, საბოლოო ქულა მთელის სიზუსტით უნდა დამრგვალდეს. იმ შემთხვევაში, თუ დამრგვალების შემდეგ მიღებული შეფასება 5-ზე მეტი იქნება, მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაეთვლება. თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა 5-ზე ნაკლები ექნება, მისთვის საშემოდგომო გამოცდა დაინიშნება.
საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა სასკოლო სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული. ეროვნული სასწავლო გეგმით კი დადგენილია ის ვადები, თუ რა დრო უნდა მიეცეთ მოსწავლეებს მოსამზადებლად.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.
მოსწავლის საბოლოო, წლიური შეფასება საშემოდგომო გამოცდის ქულაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ