სიახლეები
სკოლები

„ჩემი უბანი თბილისში“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა საინტერესო დავალება 
18-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა განმვითარებასა და მომავალ წარმატებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა დავალება - „ჩემი უბანი თბილისში“ შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები მოამზადეს.

განხორციელებულ აქტივობაზე პედაგოგი სოფო გორგილაძე გვიყვება.

„ეს ის თაობაა, რომელიც გულწრფელად და დაუფარავად გამოხატავს საკუთარ ემოციებს - სიყვარულს, სიხარულს, პატივისცემას, გაბრაზებას, აღტაცებას და რაც მთავარია, შემოქმედებითი აზროვნების დიდი ნიჭი აქვთ.
„ჩემი უბანი თბილისში“ ეს ერთ-ერთი რიგითი დავალება იყო მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. ზოგმა თავი არ დაზოგა - ქაღალდის საინფორმაციო ველი ვერ იტევდა მოძიებულ მასალას. ზოგმა ფანქრით მოხატა და ზოგმაც საწერი კალმით, უმეტესმა დახატა და რაც მთავარია, ქაღალდზე გადატანილი ინფორმაცია ისე საინტერესოდ წარმოადგინეს, რომ აღტაცებული ვუსმენდი.
წაკითხულის გააზრება, თხრობა, აუდიტორიის წინაშე ინფორმაციის საინტერესოდ წარდგენა, ისე მოახერხეს, რომ ერთი წუთით არ გამნელებია ინტერესი.
მახარებს თქვენი მონდომება და შემართება, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ჭკვიანო ბავშვებო - ნანუკა, მარიამ, თუთა, თორნიკე, ლიზი, ანასტასია, ელენე, გიორგი, თემო, ტასო, მარიამ, მარი და ნია - მადლობელი ვარ ასეთი ფაქიზი დამოკიდებულებისთვის“,- წერს პედაგოგი სოფო გორგილაძე. 

პედაგოგები - სოფო გორგილაძე და ირმა წითაძე მოსწავლეებს კიდევ არაერთი საინტერესო პროექტისა თუ აქტივობის განხორიცელებას უსურვებენ და მათი წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ.  

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„მათემატიკაში 0.57 რომ მომიმატეთ რა უბედურებაა, მეტი ვერ გაიმეტეთ? ინგლისურში ის 3 ქულა გინდ მოგემატებინათ და გინდ არა, მაინც კარგად დავწერე“

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება