სიახლეები
სიახლეები

5 მთავარი კითხვა მინისტრს - სასკოლო საკითხები, რომლებაზეც დამატებითი განმარტებები გაკეთდება
18-05-2023
-
+


პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს ზურა აზარაშვილს მოუსმინეს. რის შემდგომაც დამატებითი კითხვები დასვეს დეპუტატებმა, მათ შორის რამდენიმე საგანმანათლებლო მიმართულებას უკავშირდებოდა, რომელსაც etaloni.ge  უცვლელად გთავაზობთ:


- რა ეტაპზეა სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფის საკითხი და რა ხდება ამ მიმართულებით? 

- არის თუ არა სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფილი ყველა სკოლა?

- ხდება თუ არა სკოლებში ინფორმაციის მოგროვება ბავშვთა დაავადებებისა და ალერგიულობის შესახებ?

- ჩუტყვავილასთან  დაკავშირებით მაქვს კითხვა... ძალიან დიდი იყო მომართვიანობა იმ მშობლების მხარიდან, რომლებსაც ჩუტყვავილაზე უნდოდათ შვილის აცრა, ვინაიდან ინფექცია სკოლებსა და ბაღებში იყო მოდებული, თუმცა ქვეყანაში აღნიშნულ ვაქცინას ვერ შოულობდნენ... გასაგებია, რომ გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, იმისთვის რომ გეგმიურ კალენდარში ჩაჯდეს ეს ვაქცინა, მაგრამ რა პრობლემაა მისი ქვეყანაში არსებობა, რომ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეძლონ შვილების აცრა ჩუტყვავილის ვაქცინით. გუშინ,  გორში მოხდა ტრაგიკული ამბავი, 4 წლის ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ჩუტყვავილა, ამ ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

მაინტერესებს, აპირებთ თუ არა რომ ქვეყანაში არსებობდეს ჩუტყვავილას ვაქცინა, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი საშინელი ამბები?

- კითხვა მაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშრებით... მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირია სხვადასხვა სპორტის სახეობებზე ბავშვის მიყვანა და ყველა ოჯახი სამწუხაროდ ვერ აძლევს თავს უფლებას, რომ ბავშვი მიიყვანოს სპორტზე. იქნებ ვიფიქროთ, რომ რაღაც მაინც იყოს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული; ცურვა, კალათბურთი, ფეხბურთი თუ სხვა, სადაც ნაიჭიერ ბავშვებს უფასოდ მოამზადებენ და ამისთვის ადამიანს ფინანსური პრობლემები არ ექნება/

ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული რომლის დასრულების შემდგომაც, მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელსაც ჩვენს მკითხველს აუცილებლად გავუზიარებთ. 

„რეკომენდაციებს გავცემთ“... - რას ამბობს სკოლებში უფასო კვებაზე ჯანდაცვის მინისტრი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება