სიახლეები
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას 
19-05-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი წარმატებით მუშაობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. კლუბს პედაგოგი ხათუნი ასანიძე ხელმძღვანელობს. 

სწორედ აღნიშნული კლუბის წევრია - ამირან მაჭარაშვილი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოფენებსა და ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს. 

ამჯერად მოსწავლე რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. 

მისი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი მოსწავლის მიღწევებით ამაყობს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს. 

„ამბავი, რომელიც უზომოდ მახარებს! ორმაგად სასიხარულოა, როცა ამ ბავშვის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხარ ... ჩემი მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი გურჯაანის ტექნოპარკში Junior კატეგორიის გუნდშია და იასპარეზებს რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორ თანაგუნდელთან ერთად. როგორ ვამაყობ, მინდა, საზოგადოებამ მალე ნახოს შენი შრომის, პასუხისმგებლობის და წარმატების შედეგი ეს არ არის ამირანის პირველი წარმატება. იგი ოთხი წელია, ყოველ სასწავლო წელს მონაწილეობს ჰაკათონებში,  რობოტების შეჯიბრში, კონფერენციებში, მათ შორის - „ბუკების აბორიგენებში“. მახარებს და მაბედნიერებს!

როგორ ვამაყობ ამიკო! ეს დიდი წარმატების დასაწყისია, შენ  ასახელებ სკოლას, ოჯახს და მშობლებს, შენ ხარ მოტივატორი ჩვენი მოსწავლეებისათვის , მიყვარხარ და მეამაყები ყოველთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

„სასწავლო დღედ განისაზღვრება შაბათი“ - ვის ეხება დოკუმენტი

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება