სიახლეები
სკოლები

ორწლიანი პაუზის შემდეგ „მუხრანის თასი“ კვლავ არგვეთის საჯარო სკოლაშია 
19-05-2023
-
+


პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ შეჯიბრი იმართება, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება. 

ორწლიანი პაუზის შემდეგ „მუხრანის თასი“ კვლავ არგვეთის სკოლაშია!

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში „მუხრანის თასი“.

ტურნირის გამარჯვებული გახდა არგვეთის საჯარო სკოლის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი.

მეორე ადგილი დაიკავა სხვიტორის საჯარო სკოლის გუნდმა.

მესამე ადგილი კი საჩხერის N2 სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

ტურნირს ორგანიზებას უწევდა პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექცია.

არგვეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, ბატონ ილარიონ გაგნიძეს; მიწვეულ მსაჯს, არგვეთის სკოლის კურსდამთავრებულს - გიორგი თოდაძეს გაწეული შრომისთვის და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება