მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. 2023 წლის 19 მაისი სკოლისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან „ბოლო ზარი“ პირველად დაირეკა.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის საზეიმოსთან ერთად სევდის მომგვრელიცაა, პედაგოგებმა „პირველ მერცხლებს“ გზა დაულოცეს და მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, მეთორმეტეკლასელებმა კი პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„დღეს ჩვენს სკოლაში პირველად დაირეკა ბოლო ზარი, გავაცილეთ ჩვენი პირველი მერცხლები და გავაყოლეთ უთვალავი ფერადი სურვილი“, - გვიყებიან სკოლაში და კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულცავენ.
„გილოცავთ ცხოვრების ახალ, ძალიან საინტერესო ეტაპზე გადასვლას და ულევ წარმატებას, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ! მუდამ გვეამაყოს თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„მთავარია, მოსაბეზრებელი მასწავლებელი არ ვიყო“...
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა