სიახლეები
სკოლები

„ჩემი ქვეყნის მხარეები“ - დადეშის საჯარო სკოლაში კონკურს-ტესტირება ჩატარდა
19-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია კონკურს-ტესტირება - „ჩემი ქვეყნის მხარეები“.

კონკურს-ტესტირება, სკოლის IV-V-VI კლასის მოსწავლეებისათვის პროექტის - „შევიცნოთ ჩვენი სამშობლო სრულად“ მორიგი ეტაპის ფარგლებში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შორის გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებულები, რომლებსაც შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტი სრულად პასუხობს ესგ-ს, ზგემ-ის მოთხოვნებს. პროექტის ამ ეტაპმა ისევე, როგორც სხვა ეტაპებმა, სასკოლო თემს ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური სარგებელი მოუტანა. გაიზარდა  მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა, ინტერესი, ამაღლდა ცოდნის დონე, განვითარდა თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი მუშაობის, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, პასუხისმგებლობის და სხვა უნარები, ასევე გაუმჯობესდა სკოლის კლიმატი.

პროექტს ხელმძღვანელობდა, სკოლის პედაგოგებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგ ცირა მამაცაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე, პედაგოგი და მოსწავლეთა მშობლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პედაგოგები ახორციელებდნენ მდგენელ პროექტებს თავიანთი საგნების ესგ-ს მოთხოვნათა შესაბამისად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში


 

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება