სიახლეები
სკოლები

„გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
19-05-2023
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-12 კლასელთა გაცილების ღონისძიება ამაღლებული განწყობითა და ორიგინალურობით გამოირჩეოდა. „ბოლოს ზარს“ სიხარულთან ერთად ახლა სევდაც.

„სიცილი და ცრემლები, მოფერება და ცეკვა-თამაში, მოგონებები და აღიარებები - ამ ყველაფერში დიდი  სიყვარული იყო ჩადებული“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლე-მასწავლებლები ოვაციებით ხვდებოდნენ თითოეულ გამომსვლელს.

სკოლის დირექტორის ბადრი დავითაძის მილოცვაში ძირითადი აქცენტი განვლილ წლებსა და მომავალ იმედებზე გაკეთდა. 

„ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, აწ უკვე კურსდამთავრებულებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, სასკოლო ცხოვრების 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

აი ისიც, რასაც ელოდით... დაირეკა სკოლის ბოლო ზარი!  ბავშვობა თქვენი ბიოგრაფიის ისტორიის ნაწილად იქცა. ალბათ ბევრი რამის გახსენება შეგიძლიათ ამ ლამაზი 12 წლიდან... თვალცრემლიანი, გაუბედავი შემობიჯება სკოლის კედლებში, პირველი მასწავლებელი, პირველი ზარი, პირველი სიტყვა, რომელიც წაიკითხე, პირველი სიხარული და მწუხარება. 

პირველი გამარჯვებების სიხარული, ანდა პირველი მოუხერხებელი ნაბიჯები სწავლაში, პირველი ასებით დაწერილი სიტყვები... მოგონილი ფრაზები - დავალება დამრჩა, დილით ვერ გავიღვიძე, სპორტზე ჩაგვიყვანეთ რა..  ეს ყველაფერი უკან დარჩა;

ყველა თქვენთაგანს საკუთარი გზა აქვს წინ. აწი, თქვენ თავად მიიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. და ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი მომავალი ცხოვრება....

დარწმუნებული ვარ, გავა წლები და თქვენ ჩვენი სკოლისადა ქვეყნის სასახელო პიროვნებებად მოგვევლინებით;  ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილშობილების, გვჯერა თქვენი მიზანდასახულობისა და შესაძლებლობების...

ვიცი, რომ პროფესიის მიმართულებით არჩევანი გაკეთებული გაქვთ და მინდა გისურვოთ თქვენი მიზნების ასრულება, ცხოვრებაში ღირსეულად დამკვიდრება და წარმატებული კარიერა....

სკოლიდან  სამ ოქროსმედალოსანს ვაცილებთ, თუმცა მომავალი ყველა თქვენთაგანს ღირსების მედლებით დააჯილდოებს.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!

იარეთ საკუთარი თავის რწმენით, იცხოვრეთ სიყვარულით, იმოქმედეთ სიკეთით... გამოუვალ მდგომარეობაშიც არ დაკარგოთ ადამიანურობა...“,- ამ სიტყვებით მიმართა დირექტორმა კურსდამთავრებულებს.

მე-12 კლასელების სახელით, სასკოლო საზოგადოების წინაშე სამდლობელო სიტყვით წარდგა ოქროს მედალის კანდიდატი მეგი ხიმშიაშვილი:

დღეს, ჩვენს სკოლაში საზეიმო განწყობაა. ზეიმი, რომელიც სიხარულთან ერთად სევდასაც გგვრის.

სკოლას ვამთავრებთ გვიხარია, თუმცა გული გვწყდება, რომ ვშორდებით ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს, ასევე ადგილს რომელთანაც უამრავ მოგონება გვაკავშირებს...

უსაზღვრო მადლიერება და დიდი პატივისცემა თითოეულ თქვენგანთან. მადლობა, თქვენ ყველაფრისთვის. 

იმ შრომისთვის, თავდადებისთვის, სიყვარულისა და სითბოსთვის, რაც ამ წლებში ჩვენთვის გაიღეთ;  

დიდხანს გეტარებინოთ ის საპატიო სახელი, რასაც მასწავლებელი ჰქვია.  შეიძლება იყო მომენტი, როცა გული გატკინეთ, ან გაგაბრაზეთ,- გთხოვთ პატიებას და თუ რაიმე ბავშვობით დავაშავეთ -გიხდით ბოდიშს... მთავარია გავამართლებთ თითოეული თქვენგანის იმედებს და ბოლომდე იამაყებთ ჩვენით... ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლასის დამრიგებელს, დედას - ინგა მჟავანაძეს. რომლის დახმარებითაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად ვისწავლეთ ერთმანეთის ფასი,წყენა, ბრაზი, სიხარული,  ეს ყველაფერი მან ჩვენთან ერთად გამოიარა და დღემდე ჩვენს გვერდით იდგა.

ამაყები ვართ, რომ ამ სკოლის აღზრდილები ვართ, მადლობა მასწავლებლებო, თანკლასელებო, მშობლებო, ბავშვობის იმ ლამაზი წლებისთვის რომელიც ერთად გავატარეთ“,- აღნიშნა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა. 

სკოლის ადმინისტრაცია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მე-12 კლასელს ულოცავს საშუალო სკოლის დამთავრებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება