სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ემოციური გაცილება მოეწყო
19-05-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად სევდის მომგვრელია, მოსწავლეები ემშვიდობებიან სკოლსა და მასწავლებლებს, რაც მათთვის ასე ძვირფასია. მოსწავლეებთან განშორება მეტად ემოციურია მასწავლებლებისთვისაც. 

დირექციამ, მასწავლებლებმა, დამრიგებელმა - მანანა მოდებაძემ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა მე-12 კლასელებს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი პედაგოგებს მათზე ზრუნვის, გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, სასწავლო ნაწილის გამგის, პედაგოგისა და სკოლის ყოფილი დირექტორის - ნუგზარ ხვედელიძის ღვაწლი. ის 30 მაისს 76 წლის ხდება, ამიტომ მოსწავლეებმა სიურპრიზი გაუკეთეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. 

მან კი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება შემდეგი სიტყვებით მიულოცა:

„თორმეტი წელი ერთი გზით, მიდიხართ, ყველა მიდიხართ,

გზაჯვარედინს მიადექით, არჩევთ და ისევ გზისპირს ხართ,

კარგად დაფიქრდით შვილებო, იარეთ მხოლოდ იმ გზებით,

შენს ხალხს - შენს ოჯახს, შენს შვილებს, რომ გამოადგეთ სიკეთით.

მე კი თქვენ სანთლებს დაგინთებთ,

ღმერთმა გატაროთ ღვთის ნებით.

დღეს განსაკუთრებული დღეა სკოლის ცხოვრებაში. კიდევ ერთი თაობა დაასრულებს სკოლას და გავა ცხოვრების დიდ გზაზე. გილოცავთ სკოლის დამთავრებას ჩვენო ძვირფასო მეთორმეტეებო. თქვენ საუკეთესო წლები გაატარეთ მშობლიურ სკოლაში. ეს იყო სიყვარულის, მოლოდინის, ახლის შეცნობის, განვითარების, ურთიერთობების და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი წლები. გვეიმედებით თითოეული თქვენთაგანი. გვჯერა, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამკვიდრებას, რადგან გაქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება.

მადლობა თქვენ ყველა აქ გატარებული დღისთვის. გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ვულოცავთ თქვენს ოჯახებს. გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. გვჯერა იქნებით ღირსეული ადამიანები და ასახელებთ თქვენს ოჯახს და მშობლიურ სკოლას“ , - აღნიშნა ყოფილმა დირექტორმა  ნუგზარ ხვედელიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ექვსი სკოლა, რომელთა საკითხსაც საბჭო 30 აგვისტოს განიხილავს

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება