სიახლეები
სკოლები

თბილისის N49 სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის  ინგლისური ენისა და ხელოვნების პედაგოგებმა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს
22-05-2023
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - „გავუფრთხილდეთ წარსულს, ის ჩვენი მომავალია“ განხორციელდა. 

ამასთან დაკავშირებით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნინო შენგელიამ და ხელოვნების პედაგოგმა - ანა ბედიაშვილმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც უცხოელი პედაგოგი ნიკოლ გუდოლი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ის სკოლაში TLG პროგრამით არის მიწვეული („ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“).

მოსწავლეებმა მას საქართველოს კუთხეების და ტრადიციების შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ნიკოლ გუდოლი დიდი აღფრთოვანებით და ინტერესით ისმენდა.

მოსწავლეებმა ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების შესახებ შეაგროვეს ინფორმაციაგაანალიზეს, გაავლეს პარალელი თანამედროვეობასთანერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესები და ტრადიციები

მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, იმსჯელეს იმაზე, თუ რამ ჩაუყარა საფუძველი ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს. ასევე, განიხილეს, საიდან მოდის მათი ფესვები, იმსჯელეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქართულ რიტუალებზე, ქართულ ფოლკლორზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სუფრის ტრადიციებზე, ჩაცმულობაზე, ხალხური რეწვის ტრადიციებსა თუ არქიტექტურაზე. 

მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნები, თუ რომელი ტრადიცია და ადათ-წესი შემორჩა დღეისათვის საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს, ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი ტრადიცია და რამ დაუდო საფუძველი მის ტრადიციად ჩამოყალიბებას. მოიპოვეს ინფორმაცია ხალხური არქიტექტურის ნიმუშებზე (სვანური კოშკები, დარბაზები, მეგრული ოდები).

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს ყოველივე დაეხმარა მოსწავლეებს პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებაში, მოეძიებინათ ინფორმაცია და შეექმნათ დიორამები და კედლის გაზეთები ინგლისურ ენაზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება