მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი - ზურაბ აბაშიძე ემოციურად დაემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.
„გილოცავთ! სკოლის დამთავრება დასამახსოვრებელი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ ტოვებთ მშობლიურ სკოლას და ყველაფერი, რაც გელით ზრდასრულ ცხოვრებაში, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ყოველთვის სითბოთი გაიხსენოთ თქვენი სკოლის წლები, სკოლის მეგობრები. გისურვებთ, სწორი არჩევანის გაკეთებას და გზას, რომელიც დაგეხმარებათ დაეუფლოთ საყვარელ და აუცილებელ პროფესიას - დაგეხმაროთ, გადალახოთ ყველა წარუმატებლობა დაბრკოლება და მიიღოთ ის სარეგებელი, რომლისკენაც ახლა მიისწრაფვით, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი, იბრძოლეთ, გაბედეთ და იარეთ მხოლოდ წინ და არასოდეს დაიხიოთ უკან“,- წერს სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“