მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან და სიღრმისეულ ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალურ თამაშში. თამაში, 20 მაისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა.
მოსწავლეებისთვის თამაში საინტერესო აღმოჩნდა. ისინი კონკურსში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის დირექცია და მონაწილეები მადლობას უცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ გადელიასა და სენაკის სასპორტო გაერთიანებას მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის.
„ასევე მადლობას ვუცხადებთ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ დარეჯან ზარანდიას აქტიური გულშემატკივრობისა და თანადგომისათვის“,-აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“