კვირის კალენდარი საგნების მიხედვით - დეტალები სამინისტროსგან
23-05-2023
დაკოპირებულია
-
+
სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება შეხვედრა/სემინარები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან. შეხვედრები რეგულარულად იმართება 19:00 საათზე.
გასული შეხვედრების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
საგნობრივ ექსპერტებთან ჩატარებული შეხვედრების ვიდეო ჩანაწერები, რომელიც პერიოდულად განახლდება შეგიძლიათ იხილოთ: სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=13325&lang=geo
იხილეთ კვირის კალენდარი საგნების მიხედვით:
23 მაისი, სამშაბათი, 19:00 - მუსიკის ექსპერტი დავით ზათიაშვილი - თემა: კურიკულუმის ჩარჩო;
24 მაისი, ოთხშაბათი, 19:00 - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი - თემა: კომპლექსური დავალების დაგეგმვა და განხორციელება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში;
25 მაისი, ხუთშაბათი, 19:00 - პირველი უცხო ენის ექსპერტი თამთა კამკამიძე - თემა: მოსწავლეთა შედეგების დიაგნოსტირების ინსტრუმენტები საგან ინგლისური ენისთვის.