მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული კონკურსი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფრენბურთის შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მე-12 კლასის გუნდი და გოგონათა ნაკრები ეჯიბრებოდა.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრი მე-12 კლასის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს გუნდურობას ასწავლის, მათ მოტივაციას ზრდის და ბავშვებში სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“