სიახლეები
სკოლები

თბილისი N103 საჯარო სკოლის ლიტერატურული სალონის ემოციური საღამო აფხაზეთზე
03-05-2018
-
+


თბილისი N103 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა ლიტერატურულ თეატრში საინტერესო და შთამბეჭდავი საღამო გამართა.

თემა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს, კერძოდ  მზიან, ნარინჯისფერ აფხაზეთს ეხებოდა, შესაბამისი სახელწოდებით - „მე მოგიყვებით აფხაზეთზე“. ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ლია ქინქლაძე გახლდათ. თეატრის სცენა ზღვაში ჩამავალი მზის დეკორით იყო დამშვენებული; საგანგებოდ მოწყობილ დაფაზე გავიდა ფილმი „მოგზაურობა აფხაზეთში“, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლემ მარიამ გობეჩიამ და მისმა ოჯახის წევრებმა, 2017 წლის ზაფხულში, აფხაზეთში მოგზაურობის დროს გადაიღეს.

საღამოს მონაწილეები იყვნენ: მარიამ გობეჩია, ანნა მერლანი, ნანა, ნინო თოლომაშვილი, ლიანა ელიბეკიანი, თამთა მერლანი, ლიდია ორეხოვა, ანა ჩხაიძე, გიორგი სარქისოვი, გიორგი აბულაძე და ლიზი ჩხაიძე.

ტექნიკური დახმარება გაუწიეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა: ალექსანდრე კოსტანიანმა, ნიკა ჟიჟავაძემ, დავით მაყიშვილმა, ჯინო თეთრაძემ და გიორგი ბუხრიკიძემ. 

საღამო დაამშვენა სკოლის მომღერალთა გუნდმა პედაგოგ ნინო მიჯახტაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე, მეორე გუნდმა ,,ერთსულოვნებამ“ - სოლისტი ნინო დოლენჯიშვილი. 

ამავე სკოლის ნამოწაფარმა გიორგი ჯმუხაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ ბიძას და მის თანამებრძოლებს სიმღერა ,,ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი“ მიუძღვნა, ხოლო აფხაზეთის მკვიდრმა და ომის მონაწილემ კახა არღვლიანმა აფხაზეთში გატარებული ლამაზი წლები გაიხსენა, შერიგებასა და საქართველოს გამთლიანებაზე ისაუბრა.

საღამოს ესწრებოდნენ თბილისის N70 სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე, N90 სკოლის დირექტორი  თამარ მელიქიძე,  N106 სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა, N215 სკოლის დირექტორი  ალექსანდრე კეჩხოშვილი,  N217 ბაგა-ბაღის დირექტორი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, წმ.სპირიდონ ტრიმიფუტელისა და წმინდა იოაკიმესა და ანას  სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ასათიანი და ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ხეტეშვილი. 

სკოლის დირექციის ცნობით, ლიტერატურული სალონი კიდევ ბევრ ღონისძიებას შესთავაზებს N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მათ სულიერ საზრდოს მიაწვდის.

მშობლებს კი თანადგომისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება