მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს.
მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს.
მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და მასწავლებელთა ამაგი აღნიშნეს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.
ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციური იყო.
დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.
მათ სკოლის დასრულება სკოლის დირექტორმა შოთა ჯინჯიხაძემ და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა - ნანა ამბროლაძემ მიულოცეს, რომლებმაც მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ წელს ტყიბულის N6 საჯარო სკოლა 26-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომლთაგან 4 მედლის კანდიდატია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს სკოლისთვის დაარსებიდან მესამოცე გამოშვებაა. მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ერთგვარი გამყოფი ხაზივითაა - ამ დღეს ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებ და მეორეს იწყებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“