მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ, სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის - ნარინე ხეჩოიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
1-ელი კლასის ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს ნასწავლი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ წარმოაჩინეს ცოდნა, თუ რა კარგად იციან ინგლისური ენა და რა კარგად სწავლობენ მას.
ბავშვებმა, ღონისძიებაზე ასევე ლექსები წარმოთქვეს, იცეკვეს იმღერეს საინტერესო სკეტჩები გაითამაშეს.
ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩატარდა.
ღონისძიების ბოლოს კი 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მიულოცეს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“