მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთათვის შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომლსაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა - ნინო მამიჯანაშვილმა გაუწია, მეოთხეკლასელებისთვის დაუვიწყარი და ემოციური იყო.
პედაგოგი - ნინო მამიჯანაშვილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის ბევრს შრომობს.
აღსანიშნავია, რომ წელს მეოთხეკლასელები პირველ პედაგოგს გამოემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ ბავშვებმა მასწავლებლის ამაგი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რაც მათ განათლებაში ჩადო.
ბავშვებმა ასევე აღნიშნულ დღეს ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
ამჟამად, მოსწავლეები ცოდნის მიღებას ხალისითა და დიდი მონდომებით აგრძელებენ.
ღონისძიებას ასევე ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ ფალავანდიშვილი.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“