სიახლეები
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსის ფინალურ ტურში იასპარეზეს
23-05-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად ისინი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. ის, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“  პრინციპით ტარდებოდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტის ფინალურ თამაშში, რომელიც თბილისში გაიმართა, 32 საჯარო და კერძო სკოლის, მათ შორის ეწერის საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. 

„ეს პროექტი წლებია ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის სული და გულია. მან ბავშვებთან ერთად ბევრი რამ მეც მასწავლა. ბედნიერი ვარ, რადგან წელს საქართველოს მასშტაბით ჩვენი სკოლის გუნდი 32 გამარჯვებულ სკოლასთან ერთად, ფინალში მოხვდა. სხვა სკოლებთან შედარებით, ჩემმა ასაკით ყველაზე პატარა მოსწავლეებმა, თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს და რაც ყველაზე მთავარია, პროექტმა მათ ასწავლა, რომ გამარჯვების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა.
2024 წელს ისევ გველოდება“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება