სიახლეები
სიახლეები

სტუდენტ ასისტენი, რომელიც უკვე ლექციებს კითხულობს, KIU-ში გატარებულ 3 წელს აფასებს - გაიცანით ანდრია წერეთელი
24-05-2023
-
+


ანდრია წერეთელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტია.იგი KIU-ში 2020 წელს ჩაირიცხა და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით უნივერსიტეტში პირველ ადგილს იკავებდა. ანდრია უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ეროვნულების შესანიშნავმა შედეგებმა კი მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მოაპოვებინა.

როგორც თვითონ ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტმა მოლოდინები გაუმართლა და ფიქრობს, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მის მომავალს უკავშირდებოდა სწორად მიიღო.

ანდრია წერეთელმა წარჩინებით დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა. მათემატიკის სიყვარული და მისდამი ინტერესი არც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომ შეუწყვიტავს. 2 წელი იგი მატემატიკის ფაკლტეტზე სწავლობა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ თავი STEM-ის კიდევ ერთ სფეროში - კომპიუტერულ მეცნიერებაში მოესინჯა.

ბავშვობიდან არაერთ პროექტსა და აქტივობაში ჩართული ანდრია უნივერსიტეტშიც აგრძელებს პროდუქტიულ საქმიანობას და შეძენილ ცოდნას სხვა სტუდენტებს უზიარებს. აღნიშნულში მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტ ასისტენტობის პროგრამა ეხმარება, რომლის მეშვეობითაც ანდრია სემინარებს ისეთ საგნებში ატარებს, როგორებიცაა Fundamentals Of Programming(FoP), Introduction To Python(I2P). მიაჩნია,რომ სტუდენტ ასისტენტობა კიდევ უფრო ეხმარება მიღებული ცოდნის გამყარებაში და სხვებისთვის საგნის შესწავლაში დახმარებას უდიდეს პასუხისმგებლობად აღიქვამს.

„გამოწვევები მუდამ მიზიდავდა, მაგრამ სტუდენტ ასისტენტობა მაინც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდებოდა, რადგან სტუდენტებს საკუთარი პროფესიის შესწავლაში უნდა დავხმარებოდი. მიუხედავად ნერვიულობისა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად შევძელი პასუხისმგებლობის აღება და უკვე ორი სემესტრია ჩემს ცოდნას არაერთ ადამიანს ვუზიარებ“- გვეუბნება ანდრია და იმასაც აღნიშნავს, რომ რადგან სულ ცოტა ხნის წინ სტუდენტების ადგილას თვითონ იყო, იცის რა შეიძლება გაუჭირდეთ მათ ან რამ დააინტერესოთ განსაკუთრებულად, რის გამოც სწავლების სტილს საკუთარ გამოცდილებას უთავსებს და ასე აგრძელებს ცოდნის გაზიარებას.

STEM დარგის გარდა ანდრია წერეთელი სტარტაპ სფეროთიცაა დაინტერესებული და უნივერსიტეტში ჩატარებულ GITA SUMMER SCHOOL-ში მონაწილეობისას საკუთარი სტარტაპიც დაარსა. მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი გეგმა აქვს და იმედოვნებს,რომ ყველაფერი გამოუვა.

უნივერსიტეტის გარდა თავისუფალ დროსაც საკმაოდ ნაყოფიერად იყენებს. როგორც თვითონ აღნიშნავს არაერთი ჰობი აქვს. გამორჩეულად ჭადრაკი უყვარს, რომელსაც პირველი კლასიდან თამაშობს და ასაკობრივ ტურნირებში არაერთი მიღწევაც აქვს. ახერხებს,რომ სოციალური და პროფესიული ცხოვრება დააბალანსოს, რასაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიდევ ერთ დადებით მხარედ აღიქვამს. 

„KIU-ში შემიძლია, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად განვვითარდე. გავხდე კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მქონდეს შესანიშნავი სტუდენტური წლები. პირველ რიგში თავს სოციალურ ადამიანად აღვიქვამ, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩემი ინტელექტუალობა“ - გვეუბნება ანდრია და ამბობს, რომ გასული 3 წლის განმავლობაში არაერთი უახლოესი მეგობარი და ტკბილი მოგონება შეიძინა.         

უნივერსიტეტს მალე ამთავრებს, ამიტომ მომავლის დაგეგმვას იწყებს. როგორც თვითონ ამბობს, არაერთი გეგმა აქვს. ძირითადად უნდა, რომ თავისი ცხოვრება პროფესიას დაუკავშიროს, რადგან კომპიუტერული მეცნიერებით ძალიან დაინტერესებულია. მისივე თქმით, სურს,რომ software engineer იყოს და დინსტანციურად იმუშაოს, რათა პარალელურად სტარტაპებისა და ბიზნესის განვითარებაზე იზრუნოს. იგი მზად არის ახალი გამოწვევებისთვისა და სირთულეებისთვის და მეტიც, ელოდება კიდეც მათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება