სიახლეები
სკოლები

სულორის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, პროფორიენტაციაში დასახმარებლად, საინტერესო ექსკურსიები მოეწყო
24-05-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროფორიენტაციის მიზანია მოსწავლეებისათვის დახმარების აღმოჩენა, მომავალი პროფესიისა და ცხოვრების უკეთ განსაზღვრაში. 

სკოლაში გვიყვებიან, რომ მოსწავლეები სწორად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ და ქონდეთ საფუძვლიანი წარმოდგენა იმ საქმიანობაზე, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. სწორედ ამას მიეძღვნა ექსკურსია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო პროფესიული გადამზადებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში და აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ექსკურსიები, IX კლასის დამრიგებელმა ლილი ნარჩომაშვილმა, სულორის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის მოაწყო.

მოსწავლეებს ლექტორ-მასწავლებლები შეხვდნენ და შესაბამისი პროფესიების შესახებ ესაუბრნენ, აღსანიშნავია, რომ საუბარი წარიმართა საინტერესოდ, მასპინძლებმა, მოსწავლეებს შეუქმნეს საფუძვლიანი წარმოდგენა, მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ.

მოსწავლეებმა ასევე, კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს.

სასკოლო საზოგადოება, მასპინძლებს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდის. 

„დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები მადლობას უხდიან ბატონ თეიმურაზ სახელაშვილს (ფაბლაფში), ბატონ გიორგი ოკრიბელასვილს და ყველა ლექტორ-მასწავლებელს, რომ დრო დაგვითმეს და საინტერესო შეხვედრა მოგვიწყვეს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება