მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების სამუშაო ხშირად სტრესულია. მათ სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ გამოწვევასა და პრობლემასთან გამკლავება უწევთ, ამიტომაც, ზოგჯერ, ცოტა ხნით განტვირთვა და ენერგიის აღდგენა სჭირდებათ.
საქმე ისაა, რომ პედაგოგმა, სკოლაში ყოფნისას, შეიძლება საერთოდ ვერ გამოძებნოს დრო იმისთვის, რომ სტრესს გაუმკლავდეს. მათ საქმე გაკვეთილიდან გაკვეთილამდე აქვთ. ერთ-ერთმა უცხოელმა ბლოგერმა კი მათ განტვირთვის მარტივი, მაგრამ ეფექტური გზები ურჩია, რასაც სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდება.
მას სკოლაში მუშაობის გამოცდილება აქვს, ახლა კი ჩვენ სწორედ მის მეთოდებს გიზიარებთ.
რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ
ეს სხეულის მოდუნებასა და დაძაბულობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ღრმად სუნთქვა სტრესის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. ასე სუნთქვიასას, ტვინს ეგზავნება სიგნალი, რომ თქვენ მშვიდად ხართ. რაც დაგეხმარებათ გულისცემისა და არტერიული წნევის შემცირებაში. ასევე, განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ღრმად სუნთქვა უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდების გაზრდას ხელს უწყობს, რამაც შეიძლება თქვენი ენერგიის საერთო დონე გააუმჯობესოს.
ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენებით, დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოქმედებს და შესვენებაზე რამდენიმე წუთს აუცილებლად დაუთმობთ.
იმოძრავეთ
მცირე ვარჯიშს სტრესის მოხსნა შეუძლია. ეფექტი სულ რაღაც 5 წუთის შემდეგაც სახეზეა. ხუთწუთიანი ვარჯიშის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ ამის გაკეთება ნებისმიერ ადგილას, თუნდაც კლასში ან შესვენებაზე შეგიძლიათ. თქვენ სპორტდარბაზში სიარული ან რაიმე აღჭურვილობის შეძენა არ გჭირდებათ. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, თქვენი სხეული და გადაადგილებისთვის სივრცეა. ვარჯიში განწყობაზეც დადებითად აისახება და ენერგიასაც გძენთ.
მოუსმინეთ მუსიკას
მუსიკას დამამშვდებელი ძალა აქვს. მას შფოთვას შემცირება და განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. თუ დაღლილი ხართ, მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ თავი უფრო ბედნიერად და პოზიტიურად იგრძნოთ. მისი მოსმენით მეტად კონცენტრირებული ხდებით და დავალების შესრულებაც ბევრდ უფრო მარტივია.
გარდა ამისა, დამამშვიდებელი მუსიკა არტერიული წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენას სისტოლური არტერიული წნევის შემცირება შეუძლია. რაც მთავარია, მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით, ფაქტობრივად, ნებისმირ სიტუაციაში შეგიძლიათ.
ბუნებასთან კავშირი
რამდენიმე წუთი გარეთ, ბუნებაში გაატარეთ. სასურველია, გარემო ხეებითა და მცენარეებით იყოს გარშემორტყმული. ასე სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავთ. სამყაროს საშუალება მიეცით მოდუნებასა და სტრესისგან განთავისუფლებაში დაგეხმაროთ.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებაში დროის გატარება სტრესის დონის შემცირებას ხელს უწყობს. შეგიძლიათ, სკოლიდან სულ რამდენიმე წუთით ახლოსმდებარე პარკში ან სკოლის ეზოში გახვიდეთ. ეს დაფიქრების, დასვენებისა და ენერგიის აღდგენის მნიშვნელოვანი წყაროა.
ესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით
ზოგჯერ მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რაც სტრესს გიქმნით და გაწუხებთ, დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ესაუბრეთ მეგობარს, ოჯახის წევრს ან თერაპევტს იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობთ. ვინმესთან ლაპარაკი გონებრივი დატვირთვის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. თუ სკოლაში ხართ და საუბარი გინდათ, თუმცა შესაფერისი არავინაა, მეგობარს დაურეკეთ ან მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ
დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაბინძურების ზიანს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას