მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია, რაც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები კი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად, კონკურსის პირველი ეტაპი კასპის, აბაშის, წალკის, ადიგენის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით, შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ:
ხათუნა ნადარეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებს ძალიან უხარიათ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ტარდება. წარმატებულიც ბევრი გვყოლია - როგორც პირველი, ისე მეორე ადგილის მფლობელები. შესაბამისად, ძალიან დაინტერესებულები არიან, ფაქტობრივად, ყველა დარეგისტრირდა, ვისაც ასაკი ხელს უწყობდა. მათი 50% მეორე ეტაპზე გადავიდა.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია - მოსწავლეები სწრაფად აზროვნებას ეჩვევიან, ცოდნას ავლენენ. ტესტირების შემდეგ, მოსწავლეები გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ, ეუბნებოდნენ, თუ კონკრეტულ კითხვაზე რა პასუხი გასცეს. ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ ძალიან დადებითად ვართ განწყობილი. სკოლაში კუთხეც გვაქვს მოწყობილი, დაფა გავაკეთეთ წარწერით - „ძლიერი მხოლოდ მცოდნე კაცია“, მასზე გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია და სიგელებია განთავსებული. ამ მოსწავლეებსაც ამოვუბეჭდავ სიგელებს და ფოტოებს გადავუღებ. აღსანიშნავია, რომ მათ მოტივაციაზე ეს პროცესიც დადებითად აისახება.
მერაბ ფურცელაძე, ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო კონკურსია. ჩვენი სკოლიდან 9 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. მათ ტესტირებაში ჩართვის დიდი ინტერესი გამოხატეს, ყველამ ვერ გადალახა ბარიერი, თუმცა ეს მათთვის გამოცდილება იქნება. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო კონკურსია, რომელშიც თავიდანვე ვმონაწილეობდით. ის ახალგაზრდების ცოდნისა და წიგნიერების დონის ამაღლებისკენაა მიმართული. მე ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს კარგად ვიცნობ, ის მართლაც რომ საშვილიშვილო პროექტს ახორციელებს.
ირმა ქიმაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი სკოლა „ეტალონთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს. შემიძლია გულწრფელად და მთელი გულით გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ეროვნული პროექტია, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს. ჩვენ სკოლაში ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, თუმცა გარე პროექტებს მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. „ეტალონს“ მეტი დატვირთვა აქვს, ის ეროვნული პროექტია. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასი მაქსიმალურად ჩაერთო, მყავდნენ პასუხისმგებელი პირები.
მოსწავლეებთან გამოკითხვაც ჩავატარეთ, მათ აღნიშნეს, რომ ტესტირება საინტერესო, მრავალფეროვანი იყო, სხვადასხვა საგნებსა და დისციპლინებს მოიცავდა. მე მოსწავლეებს ვკითხე, თუ რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ თქვეს, რომ ბევრი რაღაც იცოდნენ, იყო საკითხები, რასაც პასუხი ვერ გასცეს. მათთვის კი გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ თითოეულ საგანში მხოლოდ პროგრამული ცოდნა არაა საჭირო და კლასგარეშე ლიტერატურა უფრო მეტი უნდა იკითხონ - ძირითადად, ეს გამოიკვეთა. მრავალი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და მის წამოწყებებს მხოლოდ მივესალმები.
ლეილა წიკლაური, წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა სკოლაში ძალიან აქტიურად ჩაიარა. მოსწავლეები დაინტერესდნენ, ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ძალიან კარგი იყო, რომ ქულები მაშინვე იწერებოდა - ეს მათთვის ერთ-ერთი დამატებითი სტიმულია. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან დროული, საჭიროა და აუცილებელია, რომ სკოლებში, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ასეთი კონკურსები განხორციელდეს. ძალიან კარგია, რომ მათ სიგელები გადაეცემათ, ეს მათთვის დიდი მოტივაციაა. მადლობა „ეტალონს“, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ასე ზრუნავს. ვფიქრობ, ეს საქმიანობა უკვალოდ არ ჩაივლის და მომავალ თაობას აუცილებლად დაეტყობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
I სემესტრის ბოლოს, სკოლაში საინტერესო აქტივობა - „ჩვენი სახლი დედამიწაა“, ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, გაჯერებული მრავალფეროვანი ნომრებით, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება გამოიწვია
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა