სიახლეები
სკოლები

მერისისა და დაბა ქედის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები ნატოსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრას დაესწრნენ
25-05-2023
-
+


ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისისა და დაბა ქედის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

მათ მოსწავლეთათვის ღია კარის დღე მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ  - ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის  ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.

„მომხსენებელმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნისა და განვითარების ისტორიის, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედრაზე ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები განიხილეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეხვედრა საინტერესო იყო და ის, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანი, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა - დეტალები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

რას ნიშნავს გაფართოებული სასწავლო გეგმა და ვისთვის არის საჭირო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება