სიახლეები
სიახლეები

ეროვნულებზე საგამოცდო ტესტესების უფრო მეტი ვარიანტი იქნება - სოფიო გორგოძე 
29-05-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრების სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რის შემდეგაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაიწყებს საგამოცდო ცენტრების მოწყობას 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად. 

საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მზადდება პასუხების ფურცლები, ფურცლები შავი სამუშაოსათვის, დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. ამ მასალებთან ერთად ხდება საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების საწყობებში განთავსება და სხვ. მოწმდება ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები. მიმდინარეობს მუშაობა საგამოცდო განრიგზე, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრების მიხედვით. 
 
დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის გამო წელს მომზადდა ტესტის მეტი ვარიანტი, ვიდრე სხვა წლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება