მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მინისტრის მისალოც წერილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. საამაყოა, რომ ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული სისტემა შეიქმნა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ წინაპრების ამ უძვირფასეს მონაპოვარს და ერთად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებაზე.
მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლების დირექტორებს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეყნის მთავარ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“,- ვკითხულობთ გიორგი ამილახვარის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ