სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ლამზირა ოსეფაშვილმა მორიგი საინტერესო პროექტი განახორციელა
29-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლაში საგრანტო პროექტი - „ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში“ განხორციელდა.

პროექტი სამოქალაქოს პედაგოგმა განახორციელა. სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, გაიმართა დისკუსია თემაზე - ციფრული მედეგობა. გარდა ამისა, მიიწვიეს ტრენერი. გაიმართა მოსწავლეთა ნახატების, სლოგანების, პრეზენტაციების გამოფენა, მოეწყო გამარჯვებული ნახატების დაჯილდოება.

აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში, ვიდეორგოლები მოამზადეს და სოციალურ ქსელში განათავსეს.

„21-ე საუკუნის გლობალურ სამყაროში მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ზემოაღნიშნული თემა. მოსწავლეები დიდ დროს უთმობდნენ ონლაინ თამაშებს, არ იყენებდნენ ტელეფონს საგანმანათლებლო მიზნით, არ იცოდნენ პირადი პერსონალური მონაცემების დაცვა, სიძულვილის ენის, კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია, არის ქართული სექტორი, რომრლიც აქტიურადაა ჩართული პროექტულ სწავლებაში. მოსწავლეებმა კარგად გაიგეს თემა, შეიძინეს ის უნარები რომელსაც გამოიყენებენ მთელი ცხვრება.

პროქტის მდგრადობა კი იმით დასტურდება, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრული მასალების დამზადება, საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება, კერძოდ: პრეზენტაციების მომზადება, ვიდეორგოლლის, პოსტერების, ბლოგის, ანიმაციების შექმნა, დეზინფორმაციის გამიჯვნა სწორი ინფორმაციისაგან, ასევე ინფორმაციის დახარისხება.

სკოლა მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები შედეგზე გადიან და უმაღლდებათ აკადემიური მოსწრება. სამოქალაქო განათლების გაკვთილები კი ცოდნის ტრანსფერის საშუალებას იძლევა. სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მრავალფეროვან კონკურსებში და აქტივობებში“,- აღნიშნავს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტუდენტები წელიწადში ორჯერ დაფინანსდებიან - ცვლილება მუნიციპალურ ბიუჯეტში

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება