მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში, აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
აქტივობებით გამორჩეული იყო აპრილი და მაისი.
სკოლაში პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში ტესტირება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა ასევე მნიშვნელოვანი თარიღებიც არ დატოვეს ყურადღების მიღმა. მოსწალვეებმა დედაენის და დამოუკიდებლობის დღეები განსაკუთრებულად იზეიმეს.
გაიხსენეს ამ თარიღებთან დაკავშირებული მოვლენები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღნიშნული პერიოდი წარმატებული და აქტიური იყო პირველკლასელთათვისაც.
„მათ სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს, რაც სკოლაში ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
დამრიგებელმა - ნანი სურმავამ კი მათ სამახსოვროდ სიგელები გადასცა.
„სკოლა ულოცავს პატარებს პირველი ნაბიჯების წარმატებით გავლას და უსურვებს მომავალ წარმატებებს სწავლაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...