მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, პროექტის - „ჩვენ მომავალი მეწარმეები“ ფარგლებში, რომელიც ფიზიკის მასწავლებელ მაია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობითა და ზემოსურების საჯარო სკოლის ჩართულობით, დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობა: ჩაიწერა ინტერვიუ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორთან, კახა ჯიქიასთან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, დასვეს კითხვები და მოისმინეს აკადემიური პასუხები, მეწარმეობის სფეროსთან დაკავშირებით, გაიმართა საინტერესო დიალოგი.
მოსწავლეები მეწარმის პროფესიას გაეცნენ.
გარდა საინტერესო აქტივობებისა, ასევე დაგეგმილია ექსკურსია „სკიჯის სახლში“.
პროექტის სამიზნე ჯგუფი VII-XII კლასების მოსწავლეები არიან.
პროექტში საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული კათედრები არიან ჩართულნი.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა