სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

შეიძლება თუ არა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ფალსიფიცირებული და ნამდვილი ყველი
04-05-2018
-
+


ყველი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორითა და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ჯგუფის ვიტამინებით... ყველში შემავალი ცილები ხსნადი ხდება და ორგანიზმი მათ პრაქტიკულად მთლიანად ითვისებს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველი ნატურალური რძისგან არის დამზადებული. სამწუხაროდ, იმ ყველის უმრავლესობა, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, ფალსიფიცირებულია და არავითარი კვებითი ღირებულება არ გააჩნია.

ანა მიქაძე უკვე მრავალი წელია ყველს ნატურალური რძისგან ამზადებს. მას, სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი ყველის დამზადების გამო, ყველის დედოფალიც კი შეარქვეს. ანა მიქაძე Etaloni.ge-ს სტუმარია.

- ქალბატონო ანა, როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ფალსიფიცირებული და ნატურალური ყველი, არსებობს რაიმე ადვილი საშუალება ამის დასადგენად?

- სამწუხაროდ, ადვილი არ არის ფალსიფიცირებული და ნამდვილი ყველის ერთმანეთისგან გარჩევა. ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს ხაზი პირდაპირ გადის მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე და მაკონტროლებლის სიყოჩაღეზე. თუ მაკონტროლებელმა ვერ ან არ შეამჩნია, რომ მწარმოებელი იყენებს რძის ფხვნილს და კანონის შესაბამისად არ ამზადებს ყველს, მომხმარებელი ამ განსხვავებას ვერანაირად მიხვდება, თუ, რასაკვირველია, არ არის გურმანი და კარგად არ ახსოვს ბებოს ყველის გემო.

ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად, ერთი გამოსავალი არსებობს – მაკონტროლებლები ყოველდღიურ რეჟიმში წერენ დასკვნას. თუ პროდუქტს დააწერეს „ყველი“ და ის აღმოჩნდა ფხვნილით დამზადებული, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს ამის დამწერიც და მწარმოებელიც. მომხმარებელიც უნდა იყოს აქტიური – მოითხოვეთ სერთიფიკატი, დასკვნა, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაცემული ყველა ყველს. ბაზარში რომ გლეხი დგას, მასაც კი უნდა ჰქონდეს ლაბორატორიის დასკვნა. შეიძლება არ ჰქონდეს საწარმო, ან აღიარების კოდი,  რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს, მაგრამ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ რძე თუ ყველი შემოწმებულია, აუცილებელია. ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, მარილის რაოდენობა, რა კვეთი გამოიყენა, ვინ და სად დაამზადა, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საბუთში. თუ მიხვდები, რომ ცუდი ყველი მოგყიდეს ან ლაბორატორიულად შეამოწმებ, უნდა გქონდეს საშუალება იპოვო ის ადამიანი, ვინც ეს ცუდი ყველი მოგყიდა. ბაზარში ძირითადად  გადამყიდველები დგანან და ბებოს ყველი აღარ არსებობს, ის ლეგენდად იქცა. გლეხის მიერ დამზადებული ბებოს ყველი იქვე, სოფელშივე იყიდება და ის საერთოდ ვერ აღწევს დახლებამდე.

ამ პრობლემის გამო ვიწყებ მოძრაობას – „შეამჩნიე ნამდვილი“. ყველა საშუალებით ვიბრძოლებ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. დღეში იმდენჯერ მეკითხებიან, სად იყიდება კარგი ყველი, ხომ არ გვირჩევთ, სად და ვისგან ვიყიდოთო... ასეთი მისია მერგო. ამიტომაც, გამოვიყენებ შერქმეულ  მეტსახელს – „ყველის დედას“ – და კარდაკარ ვივლი, ვიპოვი მათ, ვინც კარგ ყველს ამზადებს და თქვენც გაგიზიარებთ.

- ქალბატონო ანა, ფხვნილით დამზადებული ყველი მავნებელია თუ უბრალოდ, სასარგებლო არ არის?

- რძის ფხვნილით დამზადებული ყველი არც მავნებელია და არც – სასარგებლო. ის არაფერი არ არის. „ყველისებრი“ – ასე უნდა ეწეროს, მაგრამ ამ პროდუქტს ყველისებრიც კი არ ჰქვია.

- რამდენად ხარისხიანია რძის ფხვნილი, ამას აქვს მნიშვნელობა?

- რასაკვირველია, აქვს, მაგრამ ჩვენთან ძირითადად შემოდის ისეთი რძის პროდუქტი, რომელიც, მაგალითად, წინა დღეს ჩამოაფასეს. მთელი მაქინაციებია. კარგი რძის ფხვნილი საკმაოდ ძვირია და აქ მისგან ყველს არავინ დაგიმზადებთ. რძის ფხვნილს რძემჟავა პროდუქტებში იყენებენ და ხანდახან ნატურალურ რძეზე უფრო საინტერესოც კი არის. ნატურალური რძისგან რძემჟავა პროდუქტებს ვერ გააკეთებ, მალფუჭებადია. რძეს რომ ფხვნილად გარდაქმნიან, ეს მისი შენახვის ტექნოლოგიაა. რძის ჭარბწარმოება სადაცაა განვითარებული, იქ ამზადებენ ფხვნილს, რომ ადვილი იყოს მისი ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებში. რძის ფხვნილს იმიტომ კი არ ამზადებენ, რომ ვიღაცამ მისგან ყველი დაამზადოს, რადგან ასე დამზადებული ყველი, არსად ითვლება ყველად.

- ყველის სარგებლიანობას რაც შეეხება, რას გვეტყოდით? 

- ყველში ძალიან დიდი რაოდენობით არის კალცი. ყველა მშობელს უნდა, მის შვილს ძლიერი ძვლები და ლამაზი, ჯანსაღი კბილები ჰქონდეს. ყველი საუკეთესო წყაროა ორგანიზმისთვის კალცის მისაწოდებლად. ამიტომ მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიირთვან ყველი. ბავშვების უმრავლესობას უყვარს ყველი, დაძალებაც არ სჭირდებათ. იშვიათად ნახავთ ბავშვს, რომელსაც ყველი არ უყვარს, ყველით მზადდება აგრეთვე ის პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ – ხაჭაპური, ღვეზელი... ასევე შეგიძლიათ, წვნიანებში ჩაახეხოთ, რაც განსაკუთრებულ გემოს მისცემს. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ყველით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველსა და რძეში არის ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები, ნივთიერება, რომელიც აბედნიერებს ზოგადად ადამიანებს და, რა თქმა უნდა, ბავშვებსაც. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება