სიახლეები
სკოლები

„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“- ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-05-2023
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული პროექტების განხორციელება დასკვნით ფაზაში შევიდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პრიორიტეტული თემა, რომლითაც წლევანდელ სასწავლო წელს პროექტებით სწავლება მიმდინარეობდა, „კულტურული მრავალფეროვნება“ იყო. მის ფარგლებში სწავლების სამივე საფეხურზე, არაერთი საინტერესო  ღონისძიება და პროექტი განხორციელდა.

ამჯერად, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგებმა - ლელა ჯაფარიძემ და ასმათ გიორგაძემ, მე-8 კლასში (დამრიგებელი ლელა კაპანაძე), პროექტი - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, განახორციელეს. მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის-ბოშების ცხოვრება და ადათ-წესები საინტერესოდ წარმოადგინეს, ასევე გაითამაშეს როლები, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა - „ბოშების“, მიხედვით.

აქტივობებმა უდოდესი წარმატებით ჩაიარა, ღონისძიებამ სასკოლო საზოგადების წევრთა შორის უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების მომზადებას მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანსამბლ „შევარდენის“ ქორეოგრაფებმა ნანა ღიბრაძემ, ბორის დადუნაშვილმა, ნატალია ყვავაძემ და იანა რიბიცკაიამ. როლურ თამაშებში მოსწავლეებს დაეხმარა და მათთან ერთად მონაწილეობდა სკოლის კურსდამთავრებული, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნინო აბესაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება