სიახლეები
სკოლები

„ჩემი პირველი თარგმანი“ - ეშტიის N2 სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი წიგნები აჩუქეს
30-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებში რთავენ.

ასევე, ​აღსანიშნავია, რომ სკოლა უკვე რამდენიმე წელია ჩართულია ბილინგვური სწავლების პროგრამაში.

„ამჯერად, არაფორმალური განათლების ფარგლებში არჩეული გვქონდა პროექტი - „ჩემი პირველი თარგმანი“, რომლის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ სხვადასხვა ავტორის მოთხრობები, გაიმდიდრონ ლექსიკა, შეიძინონ მთარგმნელობითი საქმიანობის საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შექმნან შესაბამისი ილუსტრაციები და აიმაღლონ სახელმწიფო ენის ფლობა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის შექმნან სასწავლო რესურსი და ახალი წიგნები შემატონ სკოლის ბიბლიოთეკას“, -  გვიყვებიან სკოლაში.

პროექტში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმარლეს.

პროექტის დასასრულს, ბავშვებმა სპექტაკლი გაითამაშეს და მათი შექმნილი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას აჩუქეს.

პროექტის ხელმძღვანელები: ბილინგვური სწავლების კოორდინატორი თამარა ბადოიანი და მშობლიური ენის მასწავლებელი ლუსინე თუმასიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება