მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წამყვანობისა და მენტორობის მსურველი გამოცდაჩაბრებული პედაგოგებისთვის, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, პორტფოლიოს ატვირთვის ვადა 1 ივნისამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებმა ყველა დოკუმენტი რეფლექსია და ზოგადად, საკუთრი პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი „ესქულის“ ბაზაში 31 მაისის ჩათვლით უნდა ატვირთონ, შემდეგ კი დირექტორები პედაგოგებს სტატუსზე წარადგენენ.
რა ვადა აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული დოკუმენტაციის გადაგზავნისთვის? - საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კითხვით etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის ატვირთვის და ასევე, დირექტორების მხრიდან მათი წარდგენის ვადა იწურება 31 მაისს:
„31 მაისი არის ბოლო ვადა, მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის... უნდა მოესწროს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის ატვირთვაც და წარდგენაც... 31 მაისს სრულდება ყველაფერი დირექტორებისა და პედაგოგებისთვის“ - განგვიცხადეს ოფიციალურ უწყებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ