TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

თავისუფლების სიყვარულის დღე აწყვიტის საჯარო სკოლაში
31-05-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავისუფლების სიყვარულის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზეს.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები: ნოდარ ბერიძე, დარეჯან დიასამიძე და ზეინაბ ივანიძე ამ დღის აღსანიშნავად ერთი კვირა ემზადებოდნენ.

მოსწავლეებმა სათანადო პლაკატები მოამზადეს, დოკუმენტური ფილმი მოიძიეს, პრეზენტაციები 1918 წლის 26 მაისისა და 1991 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე შექმნეს, როგორც ელექტრონულად, ისე ფლიპჩარტზე ასახვით, რათა თანატოლებისთვის ეჩვენებინათ მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აღსანიშნავია, რომ ისინი ეძიებდნენ და სწავლობდნენ აღნიშნული დღეების ისტორიასა და გმირების მოღვაწეობას.

მოსწავლეები ცდილობდნენ ზეიმითა და დიდი სიყვარულით აღენიშნათ ეს მნიშვნელოვანი დღე, მათ მოირგეს ეროვნული სამოსი, წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს სიტყვები ეროვნულ გმირებსა და მოვლენებზე და მათ სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს.

სკოლაში გვიყვებიან, რომ თავისუფლების სიყვარულის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩატარდა, რამაც მოსწავლეებს თავისუფლების, სამშობლოს სიყვარულისა და პატივისცემის მაღალი გრძნობა გაუღვივეს.

„დარწმუნებული ვარ, მათ გააცნობიერეს ეროვნული გმირების ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე; აგრეთვე გააცნობიერეს პირადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა სისხლით მონაპოვარი თავისუფლების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება