სიახლეები
სკოლები

„ახალი ამბები საირმის ტყიდან“ - წყალტუბოს N1 სკოლის IX მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ვიდეორეპორტაჟი მოამზადეს
31-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის IX კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი, ხოლო საგნის მასწავლებელი თამარ გრიგოლია გახლავთ.

დავალების პირობა, ძალიან საინტერესო იყო და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: „წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს არქიფო სეთური საირმის ტყიდან გაქრა. რა მოჰყვებოდა ამ ამბავს არქიფოს დასახლებაში? რა რეაქცია ექნებოდათ და როგორ მოიქცეოდნენ მოსე ზამთარაძის პერსონაჟები?“

მოსწავლეებმა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს.

მათ წამყვანების, ჟურნალისტებისა და თავად ნაწარმოების მოქმედი პერსონაჟების (ასინეთა, კაკოია თაბაგარი, სპირიდონა სულანჯია…) როლი მოირგეს.

„მოსწავლეებმა ასევე, ჩაწერეს სხვადასხვა სახის სიუჟეტები და პროდუქტის სახით წარმოადგინეს ვიდეორეპორტაჟი - „ახალი ამბები საირმის ტყიდან მე-9 TV მოსწავლეებთან ერთად“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები, თითოეული პერსონაჟის რეაქციის ჩვენებისას, შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ პერსონაჟის ხასიათი და მეტყველების სტილი „მოსე ზამთარაძის ნაამბობიდან“.

მათ ცოდნა და შემოქმედები შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, რომელმაც დადებითი შეფასებები არ დაიშურა მოსწავლეთა მიმართ“, - გივყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება