სიახლეები
სკოლები

„სიცოცხლის ბოლომდე მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის იხარჯებოდა!“- ლუხვანოს საჯარო სკოლა დირექტორს - მურთაზ მანდარიას გლოვობს 
31-05-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დირექტორ - მურთაზ მანდარიას გარდაცვალებას ღრმა მწუხარებით იუწყებიან. 

ისინი მურთაზ მანდარიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებენ და წერენ, რომ ეს გამორჩეული პიროვნება ყველას დააკლდება. ის 1996 წლიდან აქამდე კი ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი იყო, რომელმაც არაერთი თაობა ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდა და მათ სამშობლოს სიყვარული ჩაუნარგა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მურთაზ მანდარიას გააჩნდა მთავარი საყრდენი - ბავშვებისა და საქმის სიყვარული და ერთგულება, მაღალი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, პედაგოგიური ალღო, გამორჩეული შინაგანი კულტურა და ზნეობა.

„ყველა სფეროს, ქალაქს, სოფელსა და უბანს ჰყავს განსაკუთრებული და პატივსაცემი ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გავლილი გზა, პროფესიონალიზმი, ზნეკეთილობა და საქმე ჩამქრალ შუკასაც კი ანათებს და მოგონებებს განსაკუთრებულ სხივს სძენს. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სახალხო კაციაო!.. დიახ, განსაკუთრებულ სხივს და პეწს სძენდა მურთაზ მანდარია არა მარტო ჩვენს ლუხვანოს, სადაც სანაქებო ოჯახი შექმნა, მის საფიცარ ადგილის დედას და ფუძეს, ისუნდერს, უსაშველოდ რომ უყვარდა, არამედ სრულიად ლეჩხუმის საგანმანათლებლო სფეროს. მან მასწავლებლობა აირჩია პროფესიად -1976 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკის სპეციალობით. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულს, კათედრაზე დარჩენას სთხოვდნენ, არ და ვერ დარჩა ქუთაისში, დედით ობოლს, საკუთარ ძმებზე მზრუნველობა არ ასვენებდა.1975-1978 წლებში მუშაობდა ზუბის საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად, 1977-1980 წლებში ჩხუტელის საშუალო სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას,1982 წლიდან 1992 წლამდე ფიზიკას ასწავლიდა თბილისის 89-ე საშუალო სკოლაში,1992 წლიდან 1995 წლამდე მშობლიური ისუნდრის არასრული საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია.1995 წელს ლუხვანოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1996 წლიდან დღემდე კი ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი. ცოდნის სამჭედლო სკოლაა, მჭედელი-მასწავლებელი. მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა უკეთესობისაკენ (და სამწუხაროდ, უარესობისკენაც) შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო. მთავარია, მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. გარდა ამ პასუხისმგებლობისა, კაცად და ქალად გაზრდას ემოცია სჭირდება, თუ სულის სიმები არ შეურხიე მოსწავლეს, ის ვერაფერს გაიგებს და დაინახავს. ყველა ზემოჩამოთვლილთან ერთად, მურთაზი მასწავლებელს გააჩნდა მთავარი საყრდენი-ბავშვებისა და საქმის სიყვარული და ერთგულება, მაღალი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, პედაგოგიური ალღო, უტყუარი, გამორჩეული შინაგანი კულტურა,ზნეკეთილობა. საგანთან ერთად მისი მოსწავლეები იძენდნენ მომავლის შესაძლებლობებს, ფუნდამენტი და მაგალითი იყო მრავალი პიროვნების ჩამოყალიბებაში. საოცარი ემოციით, ცრემლებით, შთაგონებით გვიყვებოდა ნაადრევად გარდაცვლილ დედაზე, გვიყვებოდა და ეამაყებოდა მისი გაზრდილ-აღზრდილები. მის აღზრდილებს შორის კი მრავლადაა ღირსეული და გამოჩენილი ექიმი, მასწავლებელი და სხვადაახვა სფეროს წარმომადგენელი. „ყველა ჩემი მოსწავლე მათემატიკოსი და ფიზიკოსი არ გამხდარა, მაგრამ ყველამ წაიღო „რაღაცა“ ხშირად იხსენებდა თითოეულს... და ის, მთავარი „რაღაც“ რომ წაიღეს აღზრდილ-გაზრდილებმა მურთაზი მასწავლებლისგან, რასაც ადამიანობა ჰქვია, ამიტომ მიიტანა ყველამ, რაღაცაგვარად განსაკუთრებულად მისი ჯანმრთელობის ასე უცაბედი გაუარესება გულთან! მოსწავლეების უკუკავშირი ხომ ყველაზე გულწრფელი, ობიექტური და ადეკვატურია! მიუხედავად ცხოვრების ნარ-ეკლიანი გზისა, მას არ დაუკარგავს ოპტიმიზმი და მიზანდასახულობა, სიცოცხლის ბოლომდე ის მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის იხარჯებოდა! ვინ მოთვლის, რამდენ ახალგაზრდას გაუნათა ცხოვრების გზა, რამდენ კოლეგას, მეგობარსა თუ მეზობელს წააშველა ხელი გაჭირვებისას..იყო თვალსაჩინო ოჯახის პატრონი, გამორჩეული მამა და მეუღლე. ჩვენს ლუხვანოს დააკლდა განათლებული, ღვაწლმოსილი, ზნეკეთილი კაცი, კეთილი მასპინძელი, მოყვასის მხარდამჭერი და შეუცვლელი მოამაგე, ოჯახს ღირსეული თავკაცი, ლეჩხუმის საგანმანათლებლო სფეროს კი ნამდვილი, ღირსეული, კეთილშობილი მასწავლებელი და ხელმძღვანელი. ნაადრევად,მაგრამ ვალმოხდილი წავიდა! ლუხვანოს  საჯარო სკოლა, პედაგოგები და მოსწავლეები დიდ მწუხარებას გამოვხატავთ სკოლის დირექტორის, მურთაზ მანდარიას გარდაცვალების გამო! თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ლეჩხუმის საგანმანათლებლო სფეროს, ყველას, ვისთვისაც დანაკლისია მისი ნაადრევი წასვლა იმ წუთისოფელში!
P.S. ვერ მოვერიე გულს და ვერც ამნაირი დასასრული მოვითმინე! არც არაფერი გეტყობოდათ ამდაგვარი მურთაზი მასწავლებლო. შაბათობა მოგვიწყვეთ, სკოლის ეზო გაგვაწმენდინეთ, გაკვეთილებიც ჩაატარეთ, ერთ კვირაში დავბრუნდებიო, აბა თქვენ იცითო!..
თქვენი სამუშაო მაგიდა ისევ ხელუხლებად დგას, იქვეა წამლის ფირფიტა (ისიც ხელუხლებლად), სიჩქარეში რომ დაგრჩენიათ და... აქ ვართ ჩვენ-მასწავლებლები და მოსწავლეები, არ გვჯერა ეს სასტიკი მოულედნელობა და ისევ გელოდებით, გელოდებით, გელოდებით, მურთაზი მასწ!!! „და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას! მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახსა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება