სიახლეები
სიახლეები

თბილისში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მოეწყობა - დეტალები 
01-06-2023
-
+


პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება.

„ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელ ბაღში). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ყველა მშობელს, ბებიებს, ბაბუებს, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები. გელოდებით ყველას. ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება