სიახლეები
სკოლები

„პროტესტის ხელოვნება“ - მარტვილის N2 სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი პრეზნეტაცია გაიმართა
01-06-2023
-
+


აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

26 მაისს, სკოლაში, X კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს სასწავლო პროექტის შედეგების პრეზენტაცია თემაზე - „პროტესტის ხელოვნება“.

პრეზენტაცია შედგებოდა ორი ნაწილისგან: 

  • სააქტო დარბაზში თემის და ნამუშევრების წარდგენა-ანალიზი;
  • ღია ცის ქვეშ, აზა ადამიას ძეგლის გარშემო გაკეთებული მოედნის გახსნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას პედაგოგი - ნუნუ გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა, თანამონაწილე ლორეტა მანტუა ასევე, აქტიურად მონაწილეობდა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, თორნიკე ჯანაშიას ხელმძღვანელობით, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედკოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამუშავდა შემდეგი პრიორიტეტული თემები:

  • ხელოვნება და მისი ფუნქცია - გამოხატოს ავტორის პოზიცია კონკრეტული ფაქტის, მოვლენის მიმართ, სახვითი ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • ხელოვნების როლი და მნიშვნელობა სამოქალაქო  საზოგადოების ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში;
  • ხელოვნება, როგორც გამოხატვის შესაძლებლობა;
  • საკუთარი ხელით შეცვლილი გარემო.
„მათ პასუხი გასცეს საკვანძო კითხვებს:  შეუძლია თუ არა  სახვითი ხელოვნების ნაწარმოებს გამოხატოს ავტორის პოზიცია კონკრეტული ფაქტის ან მოვლენის მიმართ? რა ფაქტორები განაპირობებს სხვადასხვა ეპოქისა თუ ქვეყანაში შექმნილი ხელოვნების ნაწარმოების „სამეტყველო ენის უნივერსალურობას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე სააქტო დარბაზში სამოქალაქო პოზიციის გამომხატველი ნაწარმოების ანალიზი გააკეთეს, აღწერეს ომის წინააღმდეგ შექმნილი საკუთარი პრაქტიკული ნამუშევრები, რითაც გამოხატეს საკუთარი და ავტორის სამოქალაქო პოზიციები.

„პრაქტიკული პროექტი თემაზე - „შეცვალე გარემო საკუთარი ხელით“ განხორციელდა გიგა რევიას  შექმნილი ესკიზით, რის მიხედვითაც მოეწყო აზა ადამიას ძეგლის ირგვლივ პატარა მოედანი. მოსწავლეებმა დახმარებისთვის მიმართეს მარტვილის მერიას, რომლმაც ფინანსური დახმარება გაუწია მათ და პროექტს ფრთები შეასხა. სწორედ მოედნის საზეიმო გახსნის ცერემონიალი იყო პრეზენტაციის გვირგვინი“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები იყვნენ.

„მოიძიეს, გამოიკვლიეს, დაახარისხეს, გააანალიზეს ინფორმაცია, პრობლემის იდენტიფიკაცია მოახდინეს, შეიმუშავეს  გადაწყვეტის გზები. ისინი მომავალში გააკეთებენ ტრანსფერს და ამ გამოცდილებას გამოიყენებენ სხვა საგნებსა, თუ ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება