მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
ბავშვებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო, დახატეს თემატური ნახატები, წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
„ამ დღეს, სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები, სკოლაში ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოებამ - პედაგოგიურმა კოლექტივმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები